პრესრელიზი
16 თებერვალი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73
კომპანია გუდვილის და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი აქცია
8 ლარიანი ფასდაკლების ბარათი თეატრის 2 ბილეთზე
[PUBLICITY.GE] თბილისი, 16 თებერვალი, 2011 წელი - კომპანია გუდვილი და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთობლივ აქციას იწყებენ. მომხმარებლები, რომლებიც ჰიპერმარკეტ გუდვილსა და გუდვილი ვაკის მაღაზიებში 70 ლარიან შესყიდვას გააკეთებენ, საჩუქრად მიიღებენ კოტე მარჯანიშვილის თეატრში, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფასდაკლების ვაუჩერს.
„თეატრის ბილეთის ღირებულება შეადგენს 11 ლარს, გუდვილისა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი აქციით, მომხმარებლები თეატრის სალაროში ვაუჩერს გადაცვლიან სპექტაკლის ბილეთზე და მას 7 ლარად შეიძენენ, ანუ 11-11 ლარის ნაცვლად გადაიხდიან 7-7 ლარს. აქცია დღეიდან იწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, მომხმარებლები ვაუჩერს ჩვენგან და თეატრისგან 14 თებერვლის, 3 მარტისა და 8 მარტის დღეების მისალოცად მიიღებენ და მათი გამოყენება მარტის ბოლომდე შეეძლებათ"- აცხადებს გუდვილის საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი თეა გოცაძე.
სასურველი სპექტაკლის არჩევა ვაუჩერის მფლობელებს თეატრის მიმდინარე რეპერტუარიდან შეუძლიათ, მათი ჩამონათვალი კი თეატრის ვებ-გვერდზე შეუძლიათ იხილონ http://www.teatrisokhumi.ge/, და ასევე დარეკონ ნომერზე + (995 32) 955966
კომპანია გუდვილი და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი მომავალშიც გეგმავენ სხვადასხვა აქციების შეთავაზებას.