პრესრელიზი
3 ოქტომბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 322) 24 36 73
მობ: (+995 5) 77 47 77 61
E-mail:
pr@goodwill.ge
კომპანია გუდვილმა საკუთარი თანამშრომლების მიერ დაკრეფილი ყურძენი მიუსაფარ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა სახლებს საჩუქრად დაურიგა
2 ოქტომბერს კომპანია გუდვილმა თხუთმეტამდე თბილისის, კოჯრისა და წყნეთის ბავშვთა სახლებს საკუთარი თანამშრომლების მიერ დაკრეფილი ყურძენი საჩუქრად დაურიგა
გუდვილის ასამდე თანამშრომელი 1 ოქტომბერს
კახეთში, გურჯაანის რაიონში რთევლზე იმყოფებოდა, სადაც ტონაზე მეტი ყურძენი
დაკრიფეს. გუდვილმა ყურძენი შეიძინა, რათა საქველმოქმედოდ ბავშვთა სახლებისთვის
დაერიგებინა.
მიხეილ ჩარკვიანი - კომპანია გუდვილის დირექტორი „კომპანია გუდვილი გახსნის დღიდან
აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში. ამჯერად
ჩვენი მიზანი იყო არა მარტო საქველმოქმედო აქცია, არამედ „რთველი 2011-ის
მხარდაჭერა, კახეთის მოსახლეობისთვის მოსავლის აღებაში და მის გაყიდვაში დახმარება. მოხარულები ვართ,
რომ ჩვენი საჩუქრით შემოდგომა გაუხალისეთ
ბავშვთა სახლებში მცხოვრებ აღსაზრდელებს."