ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კომპანია იუ-ჯი-თიში ფუნქციონირება დაიწყო IT აუდიტის, საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტმა
28/03/2013

პრესრელიზი

28 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ანი ნადირაძე
Ani.nadiradze@ugt.ge 
Tel.:  232 22 05 05

კომპანია იუ-ჯი-თიში ფუნქციონირება დაიწყო IT აუდიტის, საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტმა

იუ-ჯი-თიში აიტი აუდიტის, საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტი ჩამოყალიბდა.  საინფორმაციო სისტემების აუდიტი, საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები, რომელსაც იუ-ჯი-თი სთავაზობს დამკვეთებს, დაეხმარება ორგანიზაციებს აიმაღლონ  აიტი სამსახურების მიერ სერვისების მიწოდების და მართვის ხარისხი. ამასან დეპარტმანეტის  მავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს ამა თუ იმ  კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და სწორ განვითარებას.

დეპარტამენტი, რომელსაც დღეისათვის უკვე განხორციელებული აქვს რამოდენიმე წარმატებული პროექტი  სამთავრობო თუ კერძო სექტორში, აიტი აუდიტის მიმართულებით დამკვეთებს სთავაზობს  საინჟინრო, ქსელური, სერვერული და მონაცემთა სანახი ინფრასტრუქტურის შეფასებას სწორ კონფიგურაციაზე, მდგრადობაზე და უწყვეტობაზე; აიტი სერვისების მართვის პროცესების შეფასებას ITIL-თან და ISO 20000-თან მიმართებაში; ინფორმაციული უსაფრთოხების დონის შეფასებას ISO 27001, PCI-DSS და საქართველოში არსებულ რეგულაციებთან შესაბამისობაზე.

აიტი აუდიტის პარალელურად იუ-ჯი-თის მაღალკვალიფიციური ინჟინრები და ტექნოლოგიური ექსპერტები  დამკვეთს გაუწევენ საკონსულტაციო მომსახურებას, რომლის ფარგლებში შედის: მონაცემთა ცენტრების დიზაინი, სერვისების უწყვეტობის და მდგრადობის ამაღლება; რეკომენდაციები ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე; სერვის დესკის (service desk) და ITIL პროცესების მოწყობა და დოკუმენტირება; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის პოლიტიკების და თანმდევი დოკუმენტაციის შემუშავება/დანერგვა; ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე გადასვლის ფინანსური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების შეფასება. ბიზნეს
პროცესების ავტომატიზაციის ფარგლებში აიტი სამსახურებს უწევთ სხვადასხვა ტიპის/მიმართულების ინფრასტრუქტურის თუ ტექნოლოგიების მხარდაჭერის განხორცილება.

ასეთ სისტემებზე გამოწვეული შეფერხებების დროული აღმოფხვრა კი ხშირად დამოკიდებულია ტექნოლოგიის სიღრმისეულ ცოდნაზე. აიტი აუდიტისა და საკონსულტაციო მომსმახურების გარდა, იუ-ჯი-თის ახლად შექმნილი დეპარტამენტი ორგანიზაციებს სთავაზობს დაიზღვიონ თავი მსგავსი შეფერხებებით მიღებული ზიანისგან იუჯითისთან გამფორმებელი მხარდაჭერის კონტრაქტით.

„ჩვენი კლიენტები, აიტი აუდიტისა და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებას ქართული კომპანიისგან არ არინ მიჩვეულები და ეს მიმართულება ეხლა იკრებს ძალებს. ამიტომ ხშირად დამკვეთი სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა პროექტის მიმდინარეობით და შედეგით ძალიან კმაყოფილები რჩებიან. იუჯითის გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება საინჟინრო და აიტი ინფრასტრუქტურის აგებაში. აუდიტისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდებაში.  პროცესების მართვის (ITSM; ISO20K) და ინფორმაციულ უსაფრთხოების მიმართულებით, იუ-ჯი-თის თანამშრომლები არიან ერთადერთი სერტიფიცირებული ITIL Expert და CISSP საქართველოში.  დეპარტამენტის  მიერ განხორციელებული პროექტების წარმატებას ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმ პარტნიორი ორგანიზაციების ფართო სპექტრი რომელთა შორის არიან: BSI; Symantec; MacAfee; HP; F5 და სხვ.“- გიორგი ბერიძე, იუ-ჯი-თის IT აუდიტის, საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

წაკითხულია: 2471