27/04/2026თბილისი, გასულ წელს კომპანია ,,პროსერვისმა'' წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტი და მოიპოვა ISO 27001 და ISO 27017 სერტიფიკატები, რაც ადასტურებს, რომ კომპანია აკმაყოფილებს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ქლაუდ სერვისების დაცვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ISO 27001 სერტიფიკატი უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სრულყოფილ მუშაობას, ხოლო ISO 27017 განსაზღვრავს დამატებით კონტროლებს ქლაუდ გარემოში მონაცემთა დაცვისთვის. მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს, რომ მისი ინფორმაცია დაცულია თანამედროვე კიბერუსაფრთხოების მექანიზმებით, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო მომსახურეობა არის სანდო და უსაფრთხო.
სერტიფიკაციის ფარგლებში ,,პროსერვისმა'' გაამკაცრა უსაფრთხოების პოლიტიკა, დანერგა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კონტროლები და უზრუნველყო მონაცემთა დაცვის უწყვეტი მონიტორინგი. შედეგად გამოვლინდა, რომ მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ ეფექტურ, არამედ უსაფრთხო და სტაბილურ სერვისს, განსაკუთრებით ციფრულ და ქლაუდ ინფრასტრუქტურაში.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს მიღწევა არის გუნდის ერთობლივი შრომის შედეგი და კიდევ მეტად გაზრდის მომხმარებელთა ნდობას.
,,ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სრულიად ენდონ ჩვენს სერვისებს, რადგან უსაფრთხოება ჩვენი ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტია ‘' - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი.
კომპანია პროსერვისი მომავალშიც გააგრძელებს უსაფრთხოების სტანდარტების განვითარებას და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, რათა მომხმარებელს შესთავაზოს დაცული, საიმედო და თანამედროვე სერვისები.
„პროსერვისი" არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც 25-წელზე მეტია მოღვაწეობს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: ჰოსტინგი, ქლაუდ ინფრასტრუქტურა, ვებ-დეველოპმენტი და IT აუტსორსინგი.
კომპანიის ძირითადი ბირთვი მაღალკვალიფიციურ პროფესინალთა გუნდია, რომელიც სრულად სერთიფიცირებულია თავის მომხმარებლებს მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიურ და ადმინისტრაციულ ბაზაზე დაფუძნებულ ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
კომპანიის მიზანია, მზარდ ბიზნეს გარემოშიც კი მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის ინტერესები. შექმნას ბაზრისთვის და მომხმარებლებისთვის ისეთი პირობები, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად ინტერნეტ სფეროს განვითარებას.
საკონტაქტო ინფორმაცია :
contact@proservice.ge
https://www.facebook.com/proservice.ge
www.proservice.ge