ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კომპანია “N ტური საქართველო” დევნილი ბავშვებისათვის 7 დღიან აქციას მოაწყობს
25/08/2008





პრესრელიზი

25 აგვისტო, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნუგზარ მელაძე
“N ტური საქართველო”-ს დირექტორი 
ტელ:(+995 32) 400 400
მობ: (+995 77) 400 335
ვებ-გვერდი:
www.ntour.ge


კომპანია “N ტური საქართველო” დევნილი ბავშვებისათვის 7 დღიან აქციას მოაწყობს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 2008 წლის 25 აგვისტო -  25 აგვისტოს სტარტი აიღო კომპანია “N ტური საქართველო”-ს აქციამ სახელწოდებით ”იმოგზაურე N ტურთან ერთად”. აქციის ფარგლებში 300-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ბავშვისათვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებაა დაგეგმილი.

აქციის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა რესოციალიზაციას და შეუმსუბუქოს მათ არსებული ყოფა.  კომპანიამ დევნილი ბავშვებისათვის სპეციალური პროგრამა შეადგინა რომელსაც პროფესიონალი მეგზურები გაუძღვებიან.

პროექტის ფარგლებში კომპანია “N ტური საქართველო” დევნილ ბავშვებს საშუალებას აძლევს მოინახულონ სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ტაძარი, ბოტანიკური ბაღი და ა.შ. ეს არის მოკლე ნუსხა იმ ღირსშესანიშნაობებისა რომლებსაც დევნილი ბავშვები მოინახულებენ. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, შემეცნებით-გასართობი თამაშები, რომლის ფარგლებშიც კომპანია “N ტური საქართველო” ბავშვებს ყოველდღიურად გაუმასპინძლდება სპეციალური პიკნიკ-ლანჩით.

კომპანია “N ტური საქართველო” ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ კვლავ გააგრძელებს შემეცნებით-კულტურულ ტურებს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებთათვის.


###

წაკითხულია: 7603

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები