პრესრელიზი
10 ივლისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: ანი ნადირაძე, PR მენეჯერი
ტელ: + 995 (32) 22 05 05; ფაქსი: + 995 (32) 22 02 06
ელ - ფოსტა: welcome@ugt.ge ვებ-გვერდი: www.ugt.ge
ჭავჭავაძის გამზირი 17ა, 0179 თბილისი, საქართველო
კომპანია “იუ-ჯი-თიმ” აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 10 ივლისი, 2008 - ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია “იუ-ჯი-თიმ” აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს დარგობრივი და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტს სტაციონარული კომპიუტერების ორი კომპლექტი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ჩხარტიშვილმა “იუ-ჯი-თის” გენერალურ დირექტორს გიორგი ჭირაქაძეს წერილობითი თხოვნით მიმართა, მან კომპანიის ხელმძღვანელობას აუხსნა, რომ მიუხედავად ხელისუფლების მხარდაჭერისა, სამინისტრო კომპიუტერული ტექნიკით სათანადოდ უზრუნველყოფილი არ იყო. ”ჩვენი სამინისტროს საქმიანობა ატარებს არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ დატვირთვასაც. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა კომპანიამ აფხაზურ სახელისუფლებო სტრუქტურებს მხარი დაუჭიროს.” - განაცხადა ნოდარ ჩხარტიშვილმა.
კომპანია ”იუ-ჯი-თი” თხოვნას სიამოვნებით გამოეხმაურა, კომპანიის ხელმძღვანელობა თვლის, რომ რადგან აფხაზეთის აღმშენებლობასა და დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ზრუნვა ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამუშავებას საჭიროებს, მათთვის შესაბამისი კომპიუტერული აღჭურვილობაც აუცილებელია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ჩხარტიშვილმა ”იუ-ჯი-თის” საჩუქრისათვის დიდი მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
###