ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კომპანია „ბარამბო“ 2013 წლიდან კარტოფილის ჩიფსების წარმოებას იწყებს!
05/11/2012

პრესრელიზი

5 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი
თეონა სიჭინავა
(+995 32) 2 91 91 81

(+995 32) 2 91 91 80
(+995 591) 914 069

კომპანია „ბარამბო" 2013 წლიდან კარტოფილის  ჩიფსების წარმოებას იწყებს!

[PUBLICITY.GE] თბილისი, 5 ნოემბერი, 2012 - მიმდინარე წელს კომპანია ბარამბომ ჩაატარა ბაზრის კვლევა, რის შედეგადაც გადაწყვიტა კარტოფილის ჩიფსის ბაზარზე შესვლა.

ზემოაღნიშნული მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაითესა კარტოფილის რამდენიმე სახეობა. ტესტირების შედეგების საფუძველზე შეირჩა საუკეთესო ჯიშები, რომელსაც კომპანია გამოიყენებს ჩიფსების წარმოებაში.

ქარხნის პროექტი ჰოლანდიელ სპეციალისტებთან ერთად მომზადდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საწარმო აღიჭურვება თანამედროვე ევროპული დანადგარებითა და ტექნოლოგიებით.

საქართველოში მსგავსი საწარმო იქნება პირველი, რომელიც ქართველ მომხმარებელს შესთავაზებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს. კარტოფილის ჩიფსი დამზადებული იქნება ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ქართული კარტოფილის გამოყენებით.

საქართველოს სწრაფი კვების პროდუქტების ბაზარი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მათ შორის, ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა კარტოფილის ჩიფსზე. შესაბამისად, იზრდება აღნიშნული პროდუქტის იმპორტი, რომელიც დღეისთვის აკმაყოფილებს საქართველოს ბაზრის მოთხოვნის 100%-ს.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით „ბარამბო" გეგმავს კარტოფილის ჩიფსის იმპორტის მნიშვნელოვანი წილის ჩანაცვლებას. შედეგად, მომავალი წლიდან ქართული მწარმოებელი კომპანია მომხმარებელს კიდევ ერთ მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე დამზადებულ პროდუქტს შესთავაზებს.

 

წაკითხულია: 2942