პრესრელიზი
1 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599 47 48 54
კომპანია „თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს გერმანული ბრენდის VARTA-ს აკუმულატორებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს
კომპანია „თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს მოუწოდებს, რომ უკვე დაიწყონ ავტომობილის მომზადება ზამთრისთვის და გერმანული ბრენდის VARTA-ს აკუმულატორებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალში და ძალაშია 31 დეკემბრის ჩათვლით.
კომპანია „თეგეტა მოტორსი" 2000 წლიდან წარმოადგენს VARTA-ს ბრენდის ოფიციალურ დილერს საქართველოში.
VARTA აკუმულატორების წამყვანი ბრენდია, რომელიც ცნობილია უმაღლესი ხარისხით, მომავალზე ორიენტირებული ინოვაციური ტექნოლოგიებითა და მრავალწლიანი გამოცდილებით. აღნიშნული ბრენდის აკუმულატორებისთვის დამახასიათებელია მაქსიმალური საწყისი სასტარერო სიმძლავრე და ხანგრძლივი მომსახურება. დღეისათვის მხოლოდ VARTA-ს ტექნოლოგიას შეუძლია გარანტირებულად, მაქსიმალურად გაახანგრძლივოს აკუმულატორების ექსპლოატაციის ვადა.
VARTA-ს ყველა სეგმენტის აკუმულატორში გამოყენებულია #PowerFrame-ის ტექნოლოგიით დამზადებული ტყვია-კალციუმის ფირფიტები, რაც ამცირებს კოროზიის საფრთხეს და ზრდის გამტარუნარიანობას.
VARTA-ს ფართო ასორტიმენტში თითოეული ავტომობილისთვის მოიძებნება შესაბამისი აკუმულატორი. VARTA-ს აკუმულატორები გამოიყენება დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ავტომწარმოებლის კომპლექტაციაში.