ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
29/06/2023
კომპანია „პროსერვისი“ 2023 წლის Golden Brand Award-ის გამარჯვებული ჰოსტინგ პროვაიდერია

კომპანია „პროსერვისი" 2023 წლის Golden Brand-ის გამარჯვებულია. კომპანიამ ჯილდო ჰოსტინგ პროვაიდერის ნომინაციაში მოიპოვა. პროსერვისი ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს, და დღეს ქვეყანაში არსებული ჰოსტინგის ბაზრის 31 % ფარავს. ყოველ წლიურად მომხმარებლების რიცხვი იზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას უჩენს კომპანიის მფლობელებს და თანამშრომლებს.

„პროსერვისი" 24/7 ზე გამართული, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი TR3 სტანდარტის დატა ცენტრის საშუალებით საუკეთესო სტანდარტებს და მოქნილ მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს. მრავალფეროვანი შეთავაზება, უწყვეტი ტექნიკური დახმარება და პროფესიონალთა გუნდი მუდმივ რეჟიმში წყვეტს ყველა გამოწვევას, რაც წარმოიქმნება კომპანიებში, რომლებიც სარგებლობენ ჰოსტინგის მომსახურებით.


კომპანიას დღეის მდგომარეობით 15000 კორპორატიული მომხმარებელი ჰყავს და 17000 ზე მეტ დარეგისტირებულ დომენს უწევს ჰოსტინგ მომსახურებას.
„პირველ რიგში მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს, რომელთა გამოკითხვის საფუძველზეც ჩვენი კომპანია დასახელდა No 1 ბრენდად. მიღებული ჯილდო დამატებითი მოტივაციაა ჩვენი გუნდისათვის მეტი ძალისხმევა მივმართოთ მომსახურების გაუმჯობესების და ახალი სერვისების შეთავაზების კუთხით"- ამბობს რევაზ ნატროშვილი, კომპანია „პროსერვისის" დამფუძნებელი.


ნომინაციის შესახებ: Golden Brand -ის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის დღეისათვის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.


კომპანია "პროსერვისის" შესახებ: კომპანია "პროსერვისი" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ მუდმივად მზარდი ტიპის კომპანიას. Pro-Service 1999 წლიდან მოღვაწეობს და ქართული ბაზრის ლიდერია ინტერნეტ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში. კომპანია არ ღალატობს მის ძირითად პრინციპებს: პროფესიონალიზმს , პასუხისმგებლობას და საქმის ერთგულებას .


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2506