„ჩვენი რეფორმის ფარგლებში, უზრუნველვყოფთ იმას, რომ ტექნოლოგიების და ინოვაციების ცოდნა დაწყებითი კლასებიდანვე მოხდეს, დღეს პროგრამირება ისეთივე სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია თანამედროვე სამყაროში, როგორც ნებისმიერი სხვა საგნის შესწავლა, ბავშები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში მედიაწიგიერების განვითარება. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად განვახორციელებთ პროექტებს. შემოდგომიდან სკოლებში უკვე შევიტანთ სახელმძღვანელოს- „გამარჯობა რუბი“, რომელიც ქართულ ენაზე იქნება ნათარგმნი, ასევე მოხდება პედაგოგების გადამზადება, რომლებიც უკვე მოსწავლეებს გადასცემენ ამ ცოდნას“,- განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად განესაზღვრა. კომუნიკაციების კომისიამ მედია წიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად შეიმუშავა. 2018 წლის ბოლოს კი, შექმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი