ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კონკურსი “არტი ჯგუფის” სტიპენდიების მოსაპოვებლად
14/05/2007
 



პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

14 მაისი, 2007
დაუყოვნებლივ  გავრცელებისათვის
 

საკონტაქრო პირი: მაკა კვარაცხელია
კომპანია “არტი ჯგუფის” PR&L დირექტორი
ტელ: 877 55 92 92

 კონკურსი  “არტი ჯგუფის”  სტიპენდიების მოსაპოვებლად

[PUBLICITY.GE] თბილისი, 14 მაისი, 2007  -  თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში იწყება კომპანია “არტი ჯგუფის” სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის I ტური.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტები. კონკურსში მონაწილეობას იღებენ თბილისის 11 უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები:

  • საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი;
  • სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი;
  • საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი;
  • თბილისი ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტი;
  • ESM;
  • კავკასიის ბიზნეს სკოლა;
  • თბილისის ი.ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის შავი ზღვის აკადემია
  • თბილისის საბანკო-საფინანსო უნივერსიტეტი;
  • საფინანსო იურიდიული აკადემია;
  • აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;

პროექტის შინაარსი: კომპანია “არტი ჯგუფი” აცხადებს კონკურსს თავის სახელობის სტიპენდიაზე ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტებისათვის. კონკურსი შედგება რამოდენიმე ტურისაგან, რის შემდეგაც შეირჩევა მთლიანობაში 10 სტიპენდიანტი, რომელთაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით.

კომპანია “არტი ჯგუფი” – არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო-ლოგისტიკური კომპანია. იგი არის P&G, Wella, Gillette, Selpak, Saralee, Dilmah, Braun-ის და სხვა ცნობილი ბრენდებისა და კომპანიების ოფიციალური დიტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

### 

წაკითხულია: 7821