10 ივლისს, 14.00 საათზე, ქუთაისის N17-ე საჯარო სკოლაში (ქუთაისი, ნიკეას N44), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით კონკურსის და კამპანიის #მოვუაროთსკოლას გამარჯვებულები გამოვლინდებიან. კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ფონდის მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. პროექტში რეგიონის არაერთი სკოლა ჩაერთო. შედეგად, ჟიურის მიერ სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რომლებმაც სკოლის მოვლის გრძელვადიანი და თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავეს და დანერგეს.