გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინიტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა. “ფორმალურ განათლებაში სკოლამდელ განათლებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, რადგან ამ ეტაპზე იწყება ბავშვის ჩამოყალიბება და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავება. შესაბამისად გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება სკოლამდელი მზაობის პროგრამაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და საამაყო გადაწყვეტილებაა, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობით სამომავლოდ უკეთესობისკენ შევცვლით არსებულ მდგომარეობას და გავაუმჯობესებთ მომავალი თაობების დამოკიდებულებებს გარემოსადმი” - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.