6 დეკემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ანა გზირიშვილი
a.gzirishvili@gmail.com
+ (995) 555- 362-263
7 დეკემბერს, შაბათს, 12:00სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნისა" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი კონკურსის "წიგნის მეგობრები" ფინალური ეტაპი.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით.
ღონისძიების განრიგი:
12:00სთ. - კონკურსის დასაწყისი
12:30სთ. - გუნდები წარმოადგენენ წინასწარ შერჩეულ
ნაწარმოებზე დადგმულ მინი სპექტაკლებს
13:30სთ. - დაჯილდოების ცერემონია
ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის სხვადასხვა ბიბლიოთეკისა და სკოლის დირექტორები, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები.
ღონისძიების მხარდამჭერები:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა", ფოტო სტუდია „I See Studio", გამომცემლობა „დიოგენე" და ტრენინგ ცენტრი EFS.