პრესრელიზი
31 მარტი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
+ (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
http://www.elitelectronics.ge/
კონპანია „ელიტ ელექტრონიქსი" HP-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 31 მარტი, 2011 წელი„ელიტ ელექრონიქსი" მსოფლიოს წამყვანი კომპიუტერული კომპანია HP-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მხარეებმა ხელი 31 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს.
"HP საქართველოში 90-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა დღემდე, აღნიშნული ბრენდის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი არცერთ კომპანიას არ ჰქონია. "ელიტ ელექტრონიქსი", როგორც HP-ის პარტნიორი, HP - ის გაყიდვებისა და მარკეტინგის პრომო პროგრამების თანამონაწილე ხდება, რომელსაც აქვს წვდომა უახლეს პროდუქტებსა და ინფორმაციაზე, რაც ქართველი მომხმარებლებისთვის კომპიუტერული ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანსა და საუკეთესო ფასებს გულისხმობს. გარდა ამისა, ჩვენს ქსელში მათ საშუალება ექნებათ შეიძინონ ექსკლუზიური მოდელებიც" - აცხადებს გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ია ნადირაშვილი.
თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო ბრენდი „ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში თავისი უახლესი მიღწევებით შემოვა.
"საქართველო არის HP-ისთვის მეტად საიტერესო ბაზარი, სადაც ბევრი შესაძლებლობებია, "ელიტ ელექტრონიქსი" არის წამყვანი მოთამაშე საქართველოს IT ბაზარზე, ძლიერი მენეჯმენტითა და ბიზნესისადმი თავისუფალი მიდგომით. ბაზრის ლიდერობამ და ასევე ინტერესებისა და სტრატეგიის თანხვედრამ გამოიწვია HP-ის და "ელიტ ელექტრონიქს"-ის პარტნიორობა. ამ პარტნიორობამ გვინდა, რომ უზრუნველყოს მომხმარებლის ყველა მოთხოვნა და მოიტანოს საუკეთესი შედეგები ბიზნესში -გაზარდოს ბაზრის წილი"- აცხადებს HP-ის რეგიონალური მენეჯერი ალექსეი ანისიმოვი.
HP ქმნის ახალ შესაძლებლობებს ტექნოლოგიაში, რომელიც მოქმედებს ადამიანებზე, ბიზნესზე, მთავრობებზე და საზოგადოებაზე. მსოფლიოს უმსხვილესი კომპიუტერული კომპანია HP თავის თავში აერთიანებს: კომპიუტერულ პროგრამებს, პრინტერებს, სერვისს, პერსონალურ კოპმიუტერებს, IT ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ, უსაფრთხო კავშირს, კომუნიკაციას და აერთიანებს მსოფლიოს. HP-ის პროდუქტები კი პასუხობს კორპორაციების, მცირე, საშუალო და მსხვილი ბისნესის, ისევე როგორც ინდივიდუალური მყიდველების მოთხოვნებს.