ორგანიზაციის შესახებ
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო „საქართველო“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი. პროექტი საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება პროექტის “გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში ტარდება.
აღნიშნული პროექტი გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რამოდენიმე ქვეყანაში 2015 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის წამყვანი პარტნიორია გერმანული ორგანიზაცია - ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO). პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტი 2017 წლის 31 იანვარს სრულდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ქუთაისში - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.