9 მაისი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
კონფერენცია "გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადის 2011-2020" ფარგლებში
10 მაისს 12:00 საათზე, სასტუმრო "რუმსში" (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. N14) ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში "გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადის 2011-2020" ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების კონფერენციას გამართავს.
ღონისძიების მიზანია ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლების მიერ საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებზე და მოგვარების გზებზე საუბარი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ გაეროსა და ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომდგენლები.
გამომსვლელთა მიმართვების შემდეგ კონფერენციაზე მოხდება ახლად დამზადებული ვიდეო რგოლისა და ორგანიზაცია "Jump Start Georgia"-ის მიერ დამზადებული გიფოგრაფიკის პრეზენტაცია, რომლის გზავნილია "გზა სხვისიცაა" და იგი ქვეითებისთვის თუ მძღოლებისთვის გზის გაზიარებას გულისხმობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 32 72 71 ეკა ლალიაშვილი