პრესრელიზი
23 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი , გულუას 6
2727224
press@moe.gov.ge
კონფერენცია „თბილისი+35"
6-7 სექტემბერს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ჩატარდება მთავრობათაშორისი კონფერენცია „თბილისი+35" გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 400-ზე მეტი დელეგატი მთელი მსოფლიოდან და 70 მდე უმაღლესი რანგის სტუმრები (პრემიერ მინისტრები, გარემოს დაცვის მინისტრები, ექსპერტები)
2 დღის განამვლობაში მოწვეული სტუმრები გარემოს დაცვის მინისტრთან გოგა ხაჩიძესთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად შეიმუშავებენ თბილისის კომუნიკეს, რომელიც განსაზღვრავს „მდგრადი განვითრებისთვის განათლების გლობალურ სტრატეგიას"
6 სექტემბერს კონფერენციას ოფიციალურად გახსნის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ გააჟღეროს თბილისში 1977 წელს გამართული გარემოსდაცვითი განათლების კონფერენციის პათოსი და მოუწოდოს ქვეყნებს გარემოსდაცვითი განათლების განხორციელებისაკენ მდგრადი განვითარების მისაღწევად.
კონფერენციაზე დასწრებისათვის ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები გაივლიან აკრედიტაციას.
თითოეულმა ჟურნალისტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი მონაცემები აღნიშნულ მისამართზე: pr@moe.gov.ge
მონაცემები აკრედიციისთვის გამოგზავნილი უნდა იქნას არაუგვიანეს 30 აგვისტოს.