ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კონცერნი ZF-ის ტრადიციული სამუშაო შეხვედრა წელს საქართველოში გაიმართება
06/02/2013
 

პრესრელიზი

6 თებერვალი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44 
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/

კონცერნი ZF-ის ტრადიციული სამუშაო შეხვედრა წელს საქართველოში გაიმართება

6 თებერვალს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ჩატარდება ავტოსათადარიგო ნაწილების მსოფლიო ბრენდ ZF-ის სამუშაო შეხვედრა (kick-off), რომლის დროსაც მოხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრებისთვის კომპანიის სიახლეების გაცნობა, გასული წლის შეფასება, სტრატეგიული განვითარების საკითხების განხილვა და 2013 წლის სამომავლო გეგმების დასახვა. ღონისძიების ფარგლებში, მადლობის ნიშნად, დაჯილდოვდებიან ZF-ის წარმატებული კლიენტი და პარტნიორი კომპანიების ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები.

კონცერნი ZF-ის სათაო ოფისი გერმანიაშია, ტრადიციული kick-off შეხვედრა კი ყოველ წელს უკრაინაში, კიევში იმართებოდა.  კომპანია „თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით, 2013 წლის შეხვედრა, პირველად ZF-ის ისტორიაში, საქართველოში ჩატარდება.

სპეციალურად ამ შეხვედრისთვის საქართველოს ვიზიტით ესტუმრნენ საავტომობილო სფეროში მოღვაწე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ტოპ მენეჯმენტის წამომადგენლები გერმანიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, მოლდოვადან და სხვა.

„თეგეტა მოტორსი" ZF-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.

 

 

წაკითხულია: 1979