სამხრეთ კორეის მოქალაქე ჯიუნიოუნგ სონი მარნეულის, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მეორე კლასის მოსწავლეა. იგი უკვე ოთხი წელია საქართველოში ცხვოვრობს და განათლებასაც ქართველ პედაგოგებთან, ქართულ სკოლაში იღებს. ჯიუნიოუნგი მარნეულში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მშობლები ჩინური მედიცინით არის დაკავებულები. პატარა კორეელმა ქართული წერა კითხვა და სიმღერაც მარნეულში ისწავლა. დღეს იგი თავისუფლად ფლობს ენას და ერთადერთი თარჯიმანია ოჯახში, რომლის წევრებსაც პატარა ჯიუნიონგი თავად ასწავლის ქართულს.