პრესრელიზი
3 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
გვანცა ასათიანი
კომუნიკაციების სპეციალისტი
2 231977
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) გამოავლენს საუკეთესო პიესას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ
საქართველო, თბილისი - 4 , 2012; 12:00 სთ; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (მარჯანიშვილის ქ.#8); და გაეროს ქალთა ორგანიზაცია უმასპინძლებენ პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ცხრა ქართველი თანამედროვე დრამატურგის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი პიესების კრებული „ 9 პიესა vs. ძალადობა“.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეს სპეციალური ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის, კერძოდ ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობას. ინიციატივა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida).
ინიციატივის ფარგლებში, 4-7 დეკემბერს მარჯანიშვილის თატრში გაიმართება პიესების საჯარო წაკითხვა თეატრის მსახიობების მონაწილეობით. 7 დეკემბერს გამოვლინდება გამარჯვებული პიესა, რომელიც 2013 წელს დაიდგმება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელი, ქ-ნი ირინა ჯაფარიძე; კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი, ქ-ნი ეკატერინე მაზმიშვილი და დრამატურგი, ბ-ნი ლაშა ბუღაძე.
გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ შესახებშვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივ პროგრამას ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ განახორციელებს გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვას სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თემის დონეზე: · ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის; · ისეთი გარემო-პირობების შექმნისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქალთა მიმართ ძალადობის, კერძოდ ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას; · გენდერული თანასწორობის პრინციპების ხელშეწყობისათვის, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების, არსებული მომსახურების გაუმჯობესებისა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკის გაუმჯობესების გზით.