კრიოაბლაციის მაღალტექნოლოგიურ და უნიკალურ ოპერაციებს საქართველოს მასშტაბით რამოდენიმე კლინიკა სთავაზობს პაციენტებს. ესენია: ჯოენის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკა „ჰელსიკორი“ და ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო. მაღალტექნოლოგიური აპარატურის, კვალიფიციური ექიმებისა და ოპერაციების უნიკალურობიდან გამომდინარე დღეს პაციენტები უკვე მეზობელი ქვეყნებიდან და აზიიდანაც კი ჩამოდიან. ფაქტიურად, საქართველო პირველია ამიერკავკასიაში, სადაც კრიოაბალციის ოპერაცია ასეთი წარმატებით დაინერგა. თუ გასულ წლებში მსგავსი დაავადების სამკურნალოდ და ოპერაციების გასაკეთებლად ქართველი პაციენტები უცხოეთში მიდიოდნენ, დღეს საქართველო იქცა კრიოაბლაციის ჰაბად მეზობელი ქვეყნებისთვის. ქართველი პაციენტებისთვის ამ პროცედურის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და ის მედიკამენტურ მკურნალობასთან შედარებით ბევრად უფრო ხარჯთეფექტური, უსაფრთხო და ეკონომიურია.