ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება
11/02/2015
პრესრელიზი

კონტაქტი:
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge http://www.myvideo.ge/?user_id=855045

 

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება
რეგიონებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები იწყება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით.

ამ თემასთან დაკავშირებით 11 თებერვალს, 11:00 საათზე, სამინისტროში გაიმართება სპეციალური ბრიფინგი, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც წარმოადგენს ამ სფეროს განვითარების გრძელვადიან ხედვას. შედეგად, მიღებული იქნება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა(2016-2017).
ამ თემას მიეძღვნა 30 იანვარს კონფერენცია, რომელმაც დასაბამი დაუდო კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესს. ღონისძიებაზე წარმოადგინეს სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია. 
სტრატეგიის შემუშავების პროცესი ღია და გამჭვირვალეა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მასში ჩართულნი არიან დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კვლავ იწვევს კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად, ამასთან, მარტის პირველი კვირიდან, საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს გასვლით სამუშაო შეხვედრებს კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით.

 

 

 

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად მიღებულ იქნება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლები), რომლებსაც 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. 
„კულტურა 2025-ის" მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ხაზს გაუსვამს კულტურის თანდაყოლილ ღირებულებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებაში. 
კულტურული პროცესების მართვის ხელშესაწყობად, „კულტურა 2025-ის" სტრატეგიის შემუშავების პრინციპებად გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა განისაზღვრა. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება ღია მონაწილეობის მეთოდით ხორციელდება და მასში ჩართულნი არიან საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების (ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების) წარმომადგენლები. 
სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აყალიბებს საკოორდინაციო ჯგუფს. ჯგუფის წევრები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორიდან შეირჩევა. საკოორდინაციო ჯგუფის საქმინაობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სამმართველო წარმართავს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: http://www.culturepolicy.ge/

 

წაკითხულია: 3639