ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის ცერემონია
01/07/2014
პრესრელიზი

1 ივლისი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ვანო ჭიაურელი:
599 55 66 33

კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის ცერემონია

2014 წლის 2 ივლისს 13:30 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართება (კოსტავას N 77 მე -2-ე სართული)

ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობა საქართველოში პირველად 1995 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე დაარსდა ფილოსოფიის კათედრის გამგის-პროფესორი ვანო ჭიაურელის ინოციატვით. იმავე წლიდან, პიარის სპეციალობა გახდა ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი ჩვენს ქვეყანაში. 1999 წლიდან ფუნქციონირებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის მაგისტრატურა, პიარის სპეციალობის კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი წარმატებით მოღვაწეობს თავის სპეციალობით ადგილობრივ და საერთაშრისო ორგანიზაციებში ასევე ლექციებს კითხულობენ სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ვანო ჭიაურელს: 599 55 66 33

წაკითხულია: 3775

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში