ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
23/05/2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის დამშრობ მასივს აწესრიგებს. სოფელ ჩოჩხათის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის საპროექტო პარამეტრები აღდგება და არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება. შედეგად, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.
დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.

საქართველო, თბილისი გ. გულუას № 6 tel: (995 32) 2 001000
Georgia, Tbilisi, G. Gulua street. № 6 0114 Tel: (995 32) 2 001000

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 800