ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააცნო და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულია მათი საჭიროებები.
„მოსახლეობასთან შეხვედრების ასეთი ფორმატი საშუალებას გვაძლევს, უფრო კარგად გავიგოთ იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც რეგიონებში არსებობს და შემდგომ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ როგორც საკანონმდებლო დოკუმენტებში, ასევე, სახელმწიფო პროექტებსა და აქტივობებში. მოსახლეობის მხრიდან იყო შენიშვნები, რომელიც ჩვენ უკვე ავსახეთ მარეგულირებელ დოკუმენტებში და სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე გაითვალისწინა. ესენია ტყით სარგებლობის და ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხები, რომლებიც უკვე ინიცირებულია და მთავრობა უახლოეს ხანებში მიიღებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.