„საქართველოში, ჩვენ ადგილზე გავეცანით იმ საოცარ შედეგებს, რომელსაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. წინა წლებისგან განსხვავებით, ეს ვიზიტი ნამდვილად გამორჩეულია, რადგან სახეზეა ჩვენი თანამშრომლობის შედეგი, ჩვენ ვნახეთ რეკორდულ დროში მიღწეული წარმატება. წელს, თხილის ხარისხი გაუმჯობესდა და შესაბამისად, მოიმატა მისმა ფასმა. ეს, კი ადგილობრივი ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ პროცესებში საქართველოს პარტნიორები ვართ,“ - განაცხადა სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა, ბილ ლინგრენმა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ერთკვირიანი სამეცნიერო მისიის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები და მცენარეთა დაცვის სპეციალისტები დასავლეთ საქართველოში ადგილზე გაეცნენ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს, საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს თხილის ნარგავები და ფერმერებს შეხვდნენ.
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ვიზიტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა.