ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ლევან დავითაშვილმა ბრიფინგი გამართა
06/06/2013

პრესრელიზი

6 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

ლევან დავითაშვილმა ბრიფინგი გამართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისა და თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე შესვლა მომავალი კვირიდან შესაძლებელი იქნება. პირველი აქციზური მარკები უკვე გაიცა და გამოიგზავნა საქართველოში, დანარჩენი უკვე დამოკიდებულია ლოჯისტიკურ საკითხებზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოამზადებს ქართველი მწარმოებელი თავის პროდუქციას ექსპორტზე გასატანად. მისივე თქმით, პროცედურული საკითხებში ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე გასატანად უკვე მოგვარებულია. პირველ ეტაპზე რუსეთში 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინის გატანა იგეგმება.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებშიც ახორციელებს ღვინის ექსპორტს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ამ ეტაპზე აქცენტი კეთდება რუსულ ბაზარზე, რადგან იქ ქართული ღვინო ცნობადია და მის პოპულარიზაციას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.
ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენის თაობაზე, რომელიც 7 -9 ივნისს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასოციაცია ქართული ღვინო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ღონისძიებაში მონაწილეობს 60-ზე მეტი სხვადასხვა კომპანია. წარმოდგენილი იქნება როგორც საუკეთესო ქართული ღვინო, ასევე ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი სხვადასხვა რეგიონებიდან, ადგილობრივი რეწვის უნიკალური ნიმუშები, ღვინის აქსესუარები და ღვინის ტურიზმი.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიების გვერდით, წარმოდგენილი იქნება მცირე და ოჯახური მარნების პროდუქცია. დამთვარიელებელს საშუალება ექნება გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ბოთლისა და ქვევრის ღვინოების ნაირსახეობები.
WinExpo Georgia 2013-ში მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვედრები გამართონ ბაიერებთან, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, ღვინის ექსპერტებთან, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებთან. სპეციალურად გამოფენაზე დასწრების მიზნით, საქართველოს ესტუმრება სომელიეთა და ჟურნალისტთა ჯგუფი რუსეთიდან.
გამოფენის ფარგლებში ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით, გაიმართება კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც იქნებიან ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, მაგისტრები და ღვინის სპეციალისტები.
WinExpo Georgia 2013-ს პარალელურად გაიმართება ქვევრის ღვინის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელსაც დაესწრება 40-მდე უცხოელი სტუმარი - ქვევრის ღვინის ექსპერტები, დისტრიბუტორები და ჟურნალისტები. სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდება პანელური განხილვები, ღვინის მასტერ კლასები და ღვინის ტურები კახეთის რეგიონში.
ლევან დავითაშვილის თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული აქტივობები მიმართულია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდის და პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ამაღლების კუთხით.

###

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2013 პროგრამა

7ივნისი

11:00 სთ-ზე გამოფენის ოფიციალური გახსნა (ექსპო ჯორჯია მე 11 პავილიონი)
15:00 -17:00 სთ-ზე - ქვევრის ღვინის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი (ექსპო ჯორჯია მე-3 პავილიონი)
18:00 სთ-ზე რუსი ჟურნალისტების და სომელიეების პრესკონფერენცია (სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია")

8 ივნისი

19:00 -21:00 სთ-ზე - კონკურსის გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა და სიგელების გადაცემა.

9 ივნისი

16:00 სთ-ზე გამოფენის დახურვა.


გამოფენა გაიმართება: ექსპო ჯორჯია მე-11 პავილიონი

7-8 ივნისს 11:00სთ-დან - 18:00 სთ-მდე;
9 ივნისს 11:00სთ-დან -16 :00 სთ-მდე;

 

წაკითხულია: 2610

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში