ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის ახალი ინიციატივა საქართველოში
07/03/2015

პრესრელიზი

ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის ახალი ინიციატივა საქართველოში

 

6 მარტს ბრიტანულ ქართული სავაჭრო პალატის და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის მიერ პროექტის „გაიზიარე ბრიტანული გამოცდილება" ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი ინიციატივის პრეზენტაცია. აქვე გაიმართა ახალი პროექტის წარდგენა და  მომავალი თანამშრომლობის ხელმოწერის ცერემონიალი.



ღონისძიების მთავარი მიზანს წარმოადგენდა დამსწრე საზოგადოებისთვის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წარმყვანი სასწავლო/საგანმანათლებლო სასწავლებლის - ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის ინიციატივის წარდგენა, რომელიც უკვე საქართველოში განხორციელდება. პროექტი ბრიტანულ ქართული სავაჭრო პალატის პროექტის „გაიზიარე ბრიტანეთის გამოცდილება" ეგიდით დაიგეგმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებმა და პროგრამაში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა.

პრეზენტაცია წარადგინა ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის პროგრამების კოორდინატორმა, ქ-ნი ნინო პაპუაშვილმა.
ღონისძიებას დაესწრო საპატიო სტუმარი - ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, ბატონი ჯონატან პოლ გედესი.

 

წაკითხულია: 3760