ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ლონდონის „ვინოპოლისში“ ქართული ღვინის დეგუსტაცია და რთველი 2013-ის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო
03/12/2013

პრესრელიზი

3 დეკემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

ლონდონის „ვინოპოლისში" ქართული ღვინის დეგუსტაცია და რთველი 2013-ის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყ

საქართველომ წელს პირველად ლონდონის საშობაო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. ქართული კვირეულის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ღვინის მუზეუმში - „ვინოპოლისი" - ქართული ღვინის დეგუსტაცია და რთველი 2013-ის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით გამართული ღონისძიების მასპინძლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ქართული ღვინისა და სომელიეთა ასოცოაციების წარმომადგენლები იყვნენ.

ლონდონის ისტორიულ უბანს, სადაც წლევანდელი საშობაო ბაზრობა გაიმართა, ყოველწლიურად 25 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ბაზრობას, რომელიც ქართული პროდუქციის და განსაკუთრებით ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს, ბევრი დამთვალერებელი სტუმრობდა.

წაკითხულია: 2462

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში