ლუკას უნიკალურობა და ნიჭირება მხოლოდ მხატვრობით არ შემოიფარგლება. იგი წარმატებული მოსწავლე, პიანისტი და ნიჭიერი კომპოზიტორიცაა. მუსიკის წერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღეს, ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე, ასევე არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. როგორც ლუკა აღნიშნავს, მუსიკა უმთავრეს როლს ასრულებს მის ცხოვრებაში. დღეს ლუკა სხვადასხვა ნაწარმოების ავტორ-შემსრულებელია. წარმატებული პიანისტი კომპოზიტორების კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეცაა. ახლახან გამართულ მუსიკის კონკურსზე მის მიერ შექმნილმა ასტორ პიაცოლას ,,ლიბერტანგოს’’ ინტერპრეტაციამ მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და კონკურსის ლაურეატი, ვალერიან შიუკაშვილის რჩეულიც გახდა.