ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მარნეულის მაკარონის ქარხანამ "პასტა პროდაქშენ" ხარისხის სერთიფიკატი მიიღო
02/02/2012

პრესრელიზი

2 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

 მარნეულის მაკარონის ქარხანამ "პასტა პროდაქშენ" ხარისხის სერთიფიკატი მიიღო

[PUBLICITY.GE] თბილისი,  2 თებერვალი, 2012  - კომპანიამ თავისი პროდუქცია ნებაყოფლობით ლაბორატორიაში გააგზავნა და ოფიციალური დასტური მიიღო პროდუქციის უმაღლეს ხარისხზე. მარნეულის მაკარონის ქარხნის პროდუქცია აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს და რეკომენდირებულია სერთიფიკატის გამცემი ორგანოს "ექსპერტიზა+"-ის მიერ. ქართული მაკარონი არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს, გენმოდიფიცირებულ ნედლეულს და შეესაბამება კვების ტექნოლოგიაში გათვალისწინებულ სტანდარტებს.

ცნობისთვის,მარნეულის მაკარონის ქარხანამ ფუნქციონირება შარშან დაიწყო, მაკარონს ევროპული ტექნოლოგიით ამზადებს და პროდუქციაზე მოთხოვნა დინამიურად მატულობს. კომპანია მაკარონს მწვანე შეფუთვით აწარმოებს სახელწოდებით "გრანდი"

სერთიფიკატის გამცემი ორგანიზაცია "ექსპერტიზა+" საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ აღიარებული სერთიფიკაციის ორგანოა და ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს. მიღებული სერთიფიკატი ხელს შეუწყობს მარნეულის მაკარონის ქარხნის პროდუქციის დამკვიდრებას როგორც ქართულ ასევე ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

წაკითხულია: 2248