02/06/2026საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია" ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციას რეგულარულად აგრძელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში აღმაშენებლის მაგისტრალური არხის გამანაწილებელ ქსელზე 1-კილომეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისგან გაიწმინდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა წყლის გამტარუნარიანობა.
გარდა ამისა, წყლის დანაკარგის მინიმუმადე შემცირების მიზნით, 100 მეტრის სიგრძეზე აღდგა ამორტიზებული მილსადენი, ხოლო დაზიანებული ღარების ნაცვლად 100-მეტრიანი აკვედუკი მოეწყო.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საირიგაციო წყლის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას.