პრესრელიზი
24 ივნისი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
pasta.production@gmx.com
ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. #8
მარნეულში ევროპული სტანდარტების ახალი ქარხანა "პასტა პროდაქშენ" სრული დატვირთვით ამოქმედდა
[Publicity.Ge]თბილისი, 24 ივნისი,2011 - ქ. მარნეულში ევროპული სტანდარტების ახალი ქარხანა "პასტა პროდაქშენ" ამოქმედდა. ახალი ქარხანა სადისტრიბუციო კომპანიებს, საბითუმო და მსხვილ საცალო სავაჭრო ობიექტებს თანამშრომლობის ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს.
პარტნიორობის მსურველებს ქარხნის ახალი შემოთავაზება გულისხმობს:
უმაღლესი ხარისხის მაკარონის წარმოება პარტნიორის დაკვეთით, ქსელში შემდგომი რეალიზაციის მიზნით;
ექსკლუზიური ბრენდის შემუშავება (Private Label) და სრულ მარკეტინგულ მხარდაჭერა;
კლიენტის სასურველ შეფუთვაში დაფასოებული უმაღლესი ხარისხის 100%-ით ნატურალურ ქართულ მაკარონის წარმოება;
ნებისმიერი სასურველი წონის დაფასოება 300 გრ-დან 20 კგ-მდე და კლიენტის საწყობამდე მიწოდება;
გრძელვადიანი ურთიერთობები და ანგარიშსწორების მოქნილი ფორმები;
კლიენტი გვიკვეთავს და "პასტა პროდაქშენ" აწვდის უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტებით ნაწარმოებ მაკარონს, რაც ბაზარზე გამოირჩევა იმპორტულთან შედარებით გაცილებით დაბალი ფასით, ნატურალურ ქართულ ნედლეულზე დამზადებული ევროპული ხარისხით, შეფუთვის ორიგინალობით.
ჩვენი მარკეტინგული სამსახური და პროფესიონალი დიზაინერები უზრუნველყოფენ კლიენტის გემოვნებაზე მორგებულ, კრეატიულ დიზაინს და მაღალი ხარისხის პოლიგრაფიულ შესაფუთ მასალებს.
"პასტა პროდაქშენ" აწარმოებს ქართულს ევროპული ხარისხით!
###
გარდა ამისა კომპანია აწარმოებს შემდეგ პროდუქციას:
მაკარონი სამარხვო, მაკარონი დიეტური, მაკარონი დიაბეტური, მაკარონი საბავშვო, მაკარონი ნაირფერი.