29 თებერვალი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მარტვილის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრმა ადგილობრივებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ინიცატივა გააცნო. სააგენტო 5 წლის ვადით, იჯარით გასაცემად მარტვილის კანიონის კეთილმოწყობილ და საექსპულატაციოდ გამზადებულ 280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთს გაიტანს. აუქციონის საწყისი ფასი ყოველწლიური ბრუნვის 5 % იქნება. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეოაბს აუქციონში მონაწილეობის პირობებიც განუმარტა.
მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. რეგიონში მოთხოვნა გაიზრდება საოჯახო სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე და სანაოსნო ტრანსპორტის მომსახურებაზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.