ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში პირველკურსელთა ფიცის დადების VII ცერემონია გაიმართება
03/10/2014
პრესრელიზი

3 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ტელ.: +995 32 220 11 22 / Ext. 503
მობ.: +995 577 22 27 27
www.redix.ge

მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში პირველკურსელთა ფიცის დადების VII ცერემონია გაიმართება

მარჯანიშვილების განახლებულ სახლ-მუზეუმში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ. ეს ტრადიცია კომპანია „რედიქსის" ინიციატივით 7 წლის წინ აღდგა. წელს ცერემონია უკვე მეშვიდედ გაიმართება (კვირას, 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ქ.ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში).

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (იმ დროს თეატრალურ ინსტიტუტში) 80-იან წლებში შემოღებულ იქნა პირველკურსელთა ფიცის დადების რიტუალი. სტუდენტები ფიცს დებდნენ, რომ ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოს და როგორც პროფესიონალები, დაიცავდნენ ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს.

ფიცის დადების ცერემონია პირველ ხანებში თელავსა და ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახლის მარანში ტარდებოდა. რიტუალის დროს ხელოვნების რომელიმე ცნობილი მოღვაწე ახალბედა სტუდენტებს სახეზე უსვამდა გრიმს, როგორც გარდასახვის სიმბოლოს.

„მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმის რესტავრაციამდე დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ეს ადგილი აღდგენის შემდეგ კულტურული ღონისძიებების ხშირი მასპინძელი გახდებოდა და ასეც მოხდა. აქ ყოველწლიურად იმართება თეატრალური პრემია „დურუჯის" გადაცემის სადღესასწაულო ცერემონია, უკვე ტრადიციად იქცა პირველკურსელების „ნათლობის" სიმბოლური რიტუალის ჩატარება... ასე რომ, ჩვენი მიზანი მიღწეულია. მოხარული ვარ, რომ ქართული თეატრალური სამყაროს წარმომადგენლებისთვის დაუვიწყარი დღეების ჩუქების შესაძლებლობა მოგვეცა" - აცხადებს კომპანია „რედიქსის" აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ლაშა პაპაშვილი.

ჟურნალისტებს მოემსახურებათ მინივენები. გასვლა: ქ.თბილისი, კოსტავას #27 (ყოფილი სასტუმრო „მუზა", ვერის პარკთან), 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე.
წაკითხულია: 3410