ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს - ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, პოლონეთი, ტაივანი, ერაყი, ირანი, რუსეთი, სომხეთი და ა.შ., სულ თექვსმეტი ქვეყანა.
მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ კონფერენცია იყო ინფორმატიული და ღირებული პროფესიული თვალსაზრისით. ონლაინ კომუნიკაციის შემზღუდავი ფაქტორების მიუხედავად, მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სესიებში და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს სხვადასხვა დარგიდან, როგორიცაა განათლება, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ენათმეცნიერება, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა, ანგლო-ამერიკული ლიტერატურა და ა.შ. კონფერენციის ფორმატში ინტეგრირებულმა ვებინარმა ონლაინ და დისტანციურ სწავლებაზე განსაკუთრებული ღირებულება შესძინა კონფერენციას, რადგან მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, განეხილათ ონლაინ სწავლა-სწავლების პრაქტიკული საკითხები. მონაწილეთა აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა კონფერენციის წარმატებით ჩატარება. მათი ენთუზიაზმისა და დადებითი განწყობის შედეგად კომუნიკაცია იყო ნაყოფიერი და ღირებული.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ გავამართლეთ მოლოდინი - მონაწილეებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია და შეიძინეს ახალი ან განაახლეს ძველი პროფესიული კავშირები.