ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
11/04/2013

პრესრელიზი

11 აპრილი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სალლომე მაჭავარიანი
+ 995 577 57 00 84
www.expogeorgia.ge
machavariani@expogeorgia.ge

მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენა


ამა წლის 12-დან 14 აპრილამდე, გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე - 11 პავილიონში ჩატარდება მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენა

გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი `ექსპო ჯორჯია". გამოფენა ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს და UშAID - ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მხარდაჭერით.

გამოფენაზე ადგილობრივი კომპანიების გვერდით წარმოდგენილნი იქნებიან უცხოური კომპანიებიც:
აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.

50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე ორგანიზაცია - ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მრავალფეროვანი მომსახურეობით: კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონი არსებული სანატორიუმებით, პანსიონატებით, დასასვენებელი სახლებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრებით.

გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, შეახვედროს ერთმანეთს უცხოელი და ქართველი ტურ ოპერატორები, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ტურისტული საგზურების შესახებ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ასევე ტურისტული გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მეორე საერთაშორისო გამოფენა. გამოფენაზე დამთვალიერებლს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქმიანი ღონისძიებების ეფექტურად ორგანიზებისთვის საჭირო ყველა დეტალს.

წელს საქართველოს კულტურის სამინისტორს ინიციატივით გამოფენის ფარგლებში მოეწყობა ხალხური რეწვისა და სუვენირების გამოფენა - გაყიდვა, გამოფენის მსვლელობისას მოხდება ნიმუშების მომზადების პროცესის დემონსტრირება

გამოფენის მსვლელობისას, შაბათს, 13 აპრილს 12 საათიდან გამოფენების ცენტრის ტერიტორიაზე ჩატარდება გასართობი ღონისძიებები - ფოლკ ანსამბლის "ჩვენებურები" კონცერტი (12:00 - 15:00) და 16:00-დან საღამომდე თეატრი სინთეზის ჯამბაზებისა და აკრობატების მიერ მომზადებული სახალისო პროგრამა.

გამოფენას გახსნიან:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი
გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია

პარალელური ღონისძიებები:

"Business Match Point" საქმიანი შეხვედრები ადგილობრივ კომპანიებსა და უცხოურ ტურ-ოპერატორებს შორის.
ორგანიზატორი: საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია. 12 აპრილი, 15:00, მე-11 პავილიონი

საქმიანი ტურიზმის რიგით მეორე კონფერენცია. ორგანიზატორები: USAID -ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა, ექსპო ჯორჯია და საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია. ღონისძიება ჩატარდება 12 აპრილს, 12:00 საათზე, მე-3 პავილიონში.

გამოფენის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ საქმიანი კონტაქტები დაამყარონ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, გაეცნონ საქართველოში არსებულ ტურისტულ პოტენციალს, წინასწარ დაგეგმონ საზაფხულო დასვენება ტურისტული ორგანიზაციების საშუალებით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

წაკითხულია: 2610