ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მედია შეხვედრა თემაზე: "ძუძუს კიბოს პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა"
04/10/2013


პრესრელიზი

4 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

მედია შეხვედრა

ძუძუს კიბოს პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა

3 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 15.00-ზე სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება შეხვედრა მედია წარმომადგენლებთან, თემაზე ძუძუს კიბოს პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას მიეწოდათ ინფორმაცია ძუძუს კიბოს შესახებ, ავადობისა და სიკვდილოანობის სტატისტიკა საქართველოში, პრევენციული მეთოდები და ღონისძიებები, ძუძუს კიბოსთან ასოცირებული სტიგმა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟურნალისტების მიერ ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად გაშუქებას, ისე რომ არ მოხდეს სტიგმის გაძლიერება. მედია შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


###

ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ კიბოს და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს საქართველოში. 2011 წლის დასასრულს საქართველოში ამ დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 7 211 ქალბატონი. ამავე წელს დარეგისტრირდა ძუძუს კიბოს 1 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა.

მედია შეხვედრა ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომლის მხარდამჭერები არიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, თბილისის მერია, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, თენგიზ სუხიშვილის საქველმოქმედო ფონდი, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, ბანკები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

ღონისძიების მედია მხარდამჭერია ფაბლისითი ჯგუფი

წაკითხულია: 3273