ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მედიაციის კვირეულის ფარგლებში გორის მედიაციის ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას მედიაციის თემაზე ინფორმაციას აწვდიან
17/10/2014
პრესრელიზი


17 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი
ნათია ომაძე
პრესასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი
საზოგადოებრივი კავშირი
,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი "
ტელ: +995 599 299211

მედიაციის კვირეულის ფარგლებში გორის მედიაციის ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას მედიაციის თემაზე ინფორმაციას აწვდიან

მედიაციის საერთაშორისო დღეს გორის ცენტრის წარმომადგენელმა ნათია ომაძემ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის თანამშრომლებს დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შესაბამისი ლიტერატურა და ბუკლეტები გადასცა, გორის მედიაციის ცენტრის გახსნის შესახებაც აცნობა და ცენტრის მომსაურების პირობებიც გააცნო, სადაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის მომსახურება უფასოა.

მედიაციის კვირეულის ფარგლებში 16-23 ოქტომბერს გორის მედიაციის ცენტრში ღია კარის დღეებია, სადაც ნებისმიერ დაინეტრესებულ პირს საშუალება აქვს მიიღოს ინფორმაცია მედიაციის უპირატესობების და ცენტრის სერვისების შესახებ.

გორის მედიაციის ცენტრში 15 მედიატორი მუშაობს, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ადამიანებს საოჯახო, სამოქალაქო, სამეზობლო, შრომითი, ბიზნეს და სხვა სახის დავების მოგვარებაში.

გორის მედიაციის ცენტრის მედიატორები/ტრენერები პროექტის ,,მედიაცია საქართველოში, კონფლიქტების ტრანსფორმაცია დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი" ფარგლებში გადამზადდნენ. მათ გაიარეს მედიაციის სრული სატრენინგო კურსი, ასევე საოჯახო, სამოქალაქო და ბიზნესმედიაციის სპეციალიზებული კურსები და ტრენერთა ტრენინგი.

პროექტის მხარდაჭერით, სტუდენტებისთვის გამოცხადებულია კონკურსი 12 ნოემბერს დაგეგმილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში "მედიაცია, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც იმართება საქართველოს და პოლონეთის მედიაციის ცენტრების ორგანიზებით. კონფერენციის დასასრულს სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოებს და სერთიფიკატებს.

პროექტს ,,მედიაცია საქართველოში, კონფლიქტების ტრანსფორმაცია დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი" საქართველოში 2013 წლიდან ახორციელებს „საქართველოს მედიაციის ცენტრი," ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" და პოლონეთის მედიაციის ცენტრი „პარტნიორები პოლონეთი". პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობის მიერ ".

წაკითხულია: 3550