ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მედიის წარმომადგენლები "მედია რჩეული" ღვინოს გამოავლენენ
24/10/2014
პრესრელიზი

24 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
სახელი, გვარი : თეონა ბაღდავაძე,
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
ტელ: 597 97 03 53
მეილი: Teonabagdavadze@gmail.com

მედიის წარმომადგენლები "მედია რჩეული" ღვინოს გამოავლენენ
 
24 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე, რესტორან ქალაქურში, "ქართული ღვინის კონკური, თბილისი 2014"-ის მე-2 ტური გაიმართება, სადაც მედიის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური ქართული კომპანიების წარმოებულ ღვინოებს შეაფასებს და "მედია რჩეული" ღვინოს ნომინაციაში გამარჯვებული ღვინო გამოვლინდება. 

"თბილისობა 2014"-ის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ღვინის ერონული სააგენტოსა და სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება მსგავსი ტიპის კონკურსი, სადაც საქართველოში საცალო ვაჭრობაში წარმოდგენილი ყველა სახის ღვინოდან საუკეთესო ღვინოებს ორი სახის ჟიური კატეგორიების მიხედვით შეარჩევს.

კონკურსის პირველი ტური 22 ოქტომბერს გაიმართა, სადაც პროფესიული ჟიურიმ, - ენოლოგებისა (მ.შ. სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრების) და სომელიეების შემადგენლობით, 300-ზე მეტი ღვინოდან 30 საუკეთესო ამოარჩია.

"ქართული ღვინის კონკურსი, თბილისი 2014"-ის კულმინაცია იქნება 26 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე, სადაც 11 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოების შედეგების საზეიმო გამოცხადება და დაჯილდოვება გაიმართება.

წაკითხულია: 3583