მედტრონიკი 2015 წლის „მსოფლიო გმირის“ მარათონისთვის სამედიცინო ტექნოლოგიის მქონე მორბენლებს ეძებს
პრესრელიზი
17 მარტი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი
ღონისძიების კოორდინატორი
ელ ფოსტა: maiko@publicity.ge
მობილური : (+995) 593260609
მედტრონიკი 2015 წლის „მსოფლიო გმირის" მარათონისთვის სამედიცინო ტექნოლოგიის მქონე მორბენლებს ეძებს
აპლიკაციის მიღება დაიწყო: შერჩეული კანდიდატები რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ მედტრონიკის Twin Cities Marathon ან Medtronic TC 10 Mile მარათონში.
დღეიდან უკვე ქართველ მოყვარულ მორბენლებსაც შეუძლიათ მარათონ „მსოფლიოს გმირის" მონაწილეები გახდნენ. კომპანია მედტრონიკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც სამედიცინო ტექნოლოგიებით სარგებლობს. (მნიშვნელობა არ აქვს რომელი კომპანიის ტრანსპლანტანტით მოსარგებლეა).
9 წლის განმავლობაში 28 ქვეყნის 209 წარმომადგენელმა, სხვადასხვა დაავადებით, უკვე მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ მარათონში, რომელიც ტრადიციულად მინეაპოლისის და სენტ პაულის ტბებით გარშემორტყმულ ულამაზეს ბუნებაში იმართება.
წლევანდელ მარათონზე 25-ზე მეტი მონაწილის შერჩევა იგეგმება. შერჩეული მარათონელი თავის სტუმართან ერთად უფასოდ მიიღებს მონაწილეობას Medtronic Twin Cities Marathon ან მარათონში the Medtronic TC 10 Mile. მათ საჩუქრად ასევე გადაეცემათ სამოგზაურო პაკეტი, რომელიც მოიცავს ორი ადამიანისთვის განკუთვნილ ავიაბილეთს, სასტუმროს და VIP ღონისძიებებზე დასწრების მოსაწვევს. „მსოფლიო გმირები" Medtronic Philanthropy და Twin Cities In Motion -ის ერთობლივი პროექტია.
„10 წლიანი ისტორიის მანძილზე მარათონი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ღონისძიება. პროგრამა იწყება აეროპორტში დახვედრით და მთავრდება ფინიშის ლენტის გაწყვეტით. მას ათასობით მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. ეს ღონისძიება მართლაც საუკეთესოა" - აცხადებს Twin Cities in Motion-ის აღმასრულებელი დირექტორი ვირჯინია ბროფი აქმანი.
„მსოფლიო გმირები" არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, თავიანთი არაჩვეულებრივი ისტორიებით. ჩვენ მათ არა მარტო ვაფასებთ, არამედ ვქმნით პლატფორმას, რომ გაუზიარონ მსოფლიოს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს საკუთარი წარმატების ისტორია".- აცხადებს Medtronic Philanthropy-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეიქობ გეილი.
„პროგრამა, რომელიც 2006 წელს იდეის დონეზე წარმოიშვა, დღეს უკვე ნამდვილი საოცრებაა და მედტრონიკის ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს. თითოეული „მსოფლიო გმირი", რომელიც ფინიშის ხაზს კვეთს, წარმოადგენს ათასობით სხვა ადამიანს, რომლებსაც მიეცათ შანსი, რომ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ." - განაცხადა მედტრონიკის მედიცინის და ტექნოლოგიების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დოქტორ სტივ ოისტერლიმ, რომელიც ასევე ყოფილი მარათონელი და „მსოფლიო გმირების" მამოძრავებელი ძალაა.
Medtronic Twin Cities მარათონი გაიმართება 2015 წლის 2-4 ოქტომბერს. სრული ინფორმაცია და აპლიკაციის ფორმა ხელმისაწვდომია საიტზე: medtronic.com/globalheroes. განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 მაისი. მარათონში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტი უნდა გადიოდეს სამედიცინო მოწყობილობის თერაპიის კურსს შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: გულის დაავადება, დიაბეტი, ქრონიკული ტკივილი, ხერხემლის დაავადება, ნევროლოგიური, გასტროენტეროლოგიური და უროლოგიური დარღვევები. მარათონის მონაწილეებს შეარჩევს Twin Cities In Motion-ის კომისია. პირობების მიხედვით, მონაწილეობის მსურველები ვალდებული არიან წარმოადგინონ დოკუმენტაცია/თანხმობა მკურნალი ექიმისგან.
Twin Cities in Motion-ის შესახებ:
Twin Cities in Motion ორგანიზებას უწევს რეგიონის საუკეთესო მარათონებს. მათ შორის მედტრონიკის Twin Cities Marathon, რომელიც აშშ-ს 10 საუკეთესო მარათონებს შორისაა. Twin Cities in Motion-ის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს სირბილის და მარათონის მეშვეობით. Twin Cities in Motion მარათონებიდან შემოსული თანხები ხმარდება ახალგაზრდობას და პროფესიონალ სპორტსმენებს. ინფორმაციისთვის ეწვიეთ: tcmevents.org
მედტრონიკისა და მედტრონიკ ფილანტროპის შესახებ:
მედტრონიკი (www.medtronic.com) არის სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი ლიდერი კომპანია მსოფლიო მასშტაბით. კომპანიის მიერ წარმოებული ტექნოლოგიები ემსახურება მილიონობით პაციენტს ტკივილის შემსუბუქების, ჯანმრთელობის აღდგენისა და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით. Medtronic Philanthropy ფოკუსირდება ჯანმრთელობის მხარდაჭერას და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ინიციატივებზე იმ საზოგადოებაში, სადაც მედტრონიკის თანამშრომლები მოღვაწეობენ.