„ამ ეტაპზე საახალწლო საჩუქრები უფრო აქტუალურია. ხშირად მიწევს საჩუქრად სხვადასხვა ადამიანების პროტოტიპი თოჯინების დამზადებაც. მიყვარს ჩემი საქმე და მიხარია ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი ჩემს გარშემო. ზოგჯერ დამზადებაში ჩემი შვილიშვილებიც მეხმარებიან. ისინიც პატარა მხატვრები არიან და სიამოვნებთ ჩემთან ერთად მუშაობა. რაც მთავარია ვიცი, რომ ჩემი მომზმარებლების გამორჩეული, უნიკალური და ეკოლოგიურად სუფთა ნივთი ექნებათ სახლში. ჩემს თოჯინებს ცოცხალ თოჯინებს ვეძახი, რადგან თითოეულ მათგანში ბავშვური სული და ბავშვური, ცოცხალი ხასიათია!“.- დაამატა ხელოვანმა.