პრესრელიზი
6 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თათია ხუბულავა
კორპორაციული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი
ტელ: 2 42 41 81
მობ: 577 516363
ელ-ფოსტა: tkhubulava@agh.ge
ვებ გვერდი: http://www.agh.ge/
მეღვინეობის ახალი პროდუქტი "ალიანს ჯგუფ ლიზინგში"
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 მარტი, 2012 - "ალიანს ჯგუფი ლიზინგი" ნერგავს ინოვაციურ მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს ღვინის წარმოების და ჩამოსხმის დანადგარების რეალიზაციას ლიზინგის მეშვეობით. ეს პროდუქტი შეიქმნა "ალიანს ჯგუფი ლიზინგისა" და "ალიანს ჯგუფი ფუდ ტრეიდინგის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში. AGL-ი აქტიურად თანამშრომლობს მეღვინეობის დანადგარების ევროპულ მწარმოებელ კომპანიებთან. პროდუქტი განკუთვნილია მცირე მეწარმეების დასაფინანსებლად, რომლებიც მეღვინეობას მისდევენ, ასევე საოჯახო ტიპის ღვინის მეურნეობებისთვის.
სამომავლოდ, კომპანია გეგმავს აღნიშნული სალიზინგო პროდუქტის მასშტაბების გაფართოებას, რაც მცირე ქარხნების დაფინანსებასაც გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს "ღვინის სახლში" შოუ რუმების მოწყობასა და საცდელი დანადგარების ჩამოტანას. "ალიანს ჯგუფი ლიზინგის" ეს ინიციატივა წაახალისებს კერძო მეწარმეებს და გაამარტივებს ღვინის წარმოების პროცესს, რაც თავისთავად ღვინის წარმოების ტექნოლოგიების განვითარებაზე აისახება, ამასთანავე მისცემს საშუალებას საქართველოში მყოფ მრავალ ღვინის დაწურვის მოყვარულს სახლის პირობებში იქონიოს მინი მარანი.
„ალიანს ჯგუფი ლიზინგი" საერთაშორისო საფინანსო-საკონსულტაციო ჯგუფი „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" წევრია.