„ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების ჩართულობა. მათი მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით პროექტების განხორციელების და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს მიკვლევადობას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. დარგის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას მიზნით, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.