წელს სოფომ წარმოება კიდევ უფრო გააფართოვა და პირველად საკუთარ სახელობის ღვინო სოფიასაც ჩამოასხამს. ბიზნესის გაფართოებასთან ერთად ახალგაზრდა მეწარმე აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებში და ცდილობს უფრო მეტი ცოდნა შეიძინოს, რომ რაც შეიძლება წარმატებული გახადოს საკუთარი ბიზნესი. ამ მიზნით სოფო აქტირად ჩაერთო პროექტ USAID YES-Georgia-ის, ფარგლებში დაგეგმილ Buzz Georgia-ს ტრენინგებში და ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეც გახდა.
„ბაზ-ჯორჯიას ტრენინგების მეშვეობით საოცარი მეწარმე ქალბატონები გავიცანი. მათი ისტორიების, მიზნების და განვლილი გზის გაცნობამ, დიდი მოტივაცია მომცა, ბევრი ვაკეთო და მეტად განვვითარდეთ. ტრენერებისაგან კი, ბევრი საჭირო რჩევა მივიღე, რაც ძალიან დამეხმარა ბიზნესის სწორად დაგეგმვაში,“ - ამბობს ახალგზრდა მეწარმე.