პრესრელიზი
10 აპრილი, 2015
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
გამოფენის მენეჯერები:
ნინო გამრეკელიgamrekeli@expogeorgia.ge
თიკო ჩიკვანაიაchikvanaia@expogeorgia.ge
მარკეტინგის მენეჯერი:
გიორგი ნადარეიშვილი
nadareishvili@expogeorgia.ge
+995 32 234 11 00; +995 32 577 57 00 84
მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
ორგანიზატორი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია"
მხარდამჭერები:საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, თბილისის მერია, საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში 2015 წლის 16-18 აპრილს. გამოფენის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ წინასწარ დაგეგმონ დასვენება სხვადასხვა მიმართულებით, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია და შეიძინონ ტურისტული პაკეტები ექსკლუზიურ ფასად.
წარმოდგენილი ქვეყნები:
საქართველო, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, შვეიცარია, რუსეთი, ლიტვა, პოლონეთი.
გამოფენისა და ფესტივალი მონაწილეები:
საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, ტურ ოპერატორები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურისტული აღჭურვილობა, სათავგადასავლო და ეკო ტურები, ავიაბილეთები, სატრანსპორტო კომპანიები, საქმიანი ტურიზმი, დაზღვევა, საკონსულტაციო მომსახურება, განათლება.
გამოფენის ოფიციალური გახსნა: 16 აპრილი 11:00
გამოფენის სამუშაო საათები: 16-17 აპრილი 11:00-18:30 / 18 აპრილი 11:00-16:00