ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრობარათების დარიგება გრძელდება
17/03/2014

პრესრელიზი


17 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრობარათების დარიგება გრძელდება

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით პროექტის მოსარგებლე ფერმერებისთვის აგრობარათების დარიგება 17 თებერვლიდან დაიწყო. აგრობარათი ლიბერთი ბანკის პლასტიკური საბანკო ბარათია და მისი აღება ფერმერებს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (საქართველოს მასშტაბით) შეუძლია.
აგრობარათზე დარიცხული 50 ლარის შესაბამისი 50 ქულის მეშვეობით, მოსარგებლეებს შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის (სასუქი, სათესლე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები) შეძენა სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში.
დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 900 მაღაზიაა რეგისტრირებული.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 107 192 აგრო ბარათია გაცემული.
,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში დახმარებას 800-მდე ფერმერი მიიღებს.
საგაზაფხულო პროექტის ფარგლებში უკვე მოხნულია 25 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

 

წაკითხულია: 3954

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში