ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის
18/03/2011

პრესრელიზი

18 მარტი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონაქტო პირი:
პროექტის ხელმძღვანელი
ბელა ჰეინასი
899533001
bela.hejna@eu-tig.ge 

მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის

[PUBLICITY.GE] თბილისი,  16 მარტი, 2011 წელი - 17 მარტს, 13 საათზე. სასტუმრო რედისონში გაიმართა პროექტის "მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის - ქართველი დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მხარდასაჭერად" პრეზენტაცია. ამ თემასთნ დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ბ-ნი ფლიპ დიმიტროვმა, ბ-ნი კობა სუბელიანმა და პროექტის პარტნიორი მხარეების წარმომადგენლებმა .

„მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის" მნიშვნელოვანი პროექტია რომელიც ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2009 წლის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულების „პარტნიორობა მობილობისთვის" ფარგლებში. ევროკავშირის  მიერ პროექტის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 3,000,000 ევროს. დამატებითი დაფინანსება 20,000 ევროს ოდენობით პროექტმა მიიღო იტალიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან.

პროექტი ხანგრძლივობა 3 წელი (2010 წლის 17 დეკემრიდან - 2013 წლის 16 დეკემბრამდე) და მისი მიზნებია:

არალეგალური მიგრაციის აღკვეთა, ლეგალური მიგრაციის მხარდაჭერა და საქართველოს მოქალაქეებისათვის დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამების შემუშავება / განხორციელება. 
###

პროექტის შესახებ

პროექტის მიზნებია: 
მიგრაციის სფეროში სახელისუფლებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება, სამართლებრივი ბაზის დახვეწისაა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების ჩათვლით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფარგლებში ჩამოყალიბებული მობილობის ცენტრის საშუალებით ქართველი დაბრუნებული მიგრანტებისთვის დახმარების გაწევა სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის სფეროში.

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება ევროპის მიმართულებით ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების და  საქართველოში რეინტეგრაციის სფეროში ხელმისაწვდომი პროგრამების შესახებ.

მოსალოდნელი შედეგები:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფარგლებში ჩამოყალიბებული მობილობის ცენტრი დაბრუნებულ მიგრანტებს კონსულტაციას გაუწევს შემდეგი მიმართულებით:
o ინდივიდუალური რეინტეგრაციის გეგმის შემუშავება;
o დროებითი თავშესაფრის მოძიება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
o პროფესიული სწავლებისათვის შესაბამისი კურსების განსაზღვრა და ინდივიდუალურ შემთხვევებში მათი ღირებულების დაფარვა;
o ბიზნეს გეგმების შემუშავება და ინდივიდუალურ შემთხვევებში მათი დაფინანსება;
o დასაქმება;

პროექტის შედეგად დაახლოებით 1800 დაბრუნებული მიგრანტი ისარგებლებს რეინტეგრაციის  პროგრამით რომელიც ასევე მოიცავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;

დაახლოებით 600 დაბრუნებული მიგრანტი გაივლის კონსულტაციას შესაბამისი პროფესიული სწავლების კურსისა და შესაძლო დასაქმების შესახებ;

დაახლოებით 700 დაბრუნებული მიგრანტი ისარგებლებს დასაქმებისა და საკონსულტაციო ცენტრის მიერ გაწეული დახმარებით, რაც ხელს შეუწყობს დაბრუნებული მიგრანტის პროფესიული გამოცდილების და უნარ ჩვევების გამოვლენას შესაბამისი სახელმწიფო სატრეინინგო კურსების მოძიების საშუალებით;

90 მდე დაბრუნებული მიგრანტი მიიღებს დახმარებას მცირე ბიზნესის დასაწყებად;

180 მდე დაბრუნებული მიგრანტი მიიღებს დროებით თავშესაფარს;

5000 მდე პირს სხვადასხვა ფორმით მიეწოდება ინფორმაცია ევროპის მიმართულებით ლეგალური მიგრაციისა და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელებული ცირკულარული მიგრაციის პროგრამებს.

საქართველოს შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოები მიგრაციის დარგში მიიღებენ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მიგრაციის ჩარჩო პოლიტიკისა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ჩამყალიბებას;

მობილობის ცენტრი და პროექტის პარტნიორი მხარეები შეიმუშავებენ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს რეინტეგრაციისა და მცირე ბიზნესის დაწყების სფეროში;

პროექტის მსვლელობისას განხორციელდება 4 კვლევა საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და მოთხოვნების შესწავლის მიზნით;

ქუთაისსა და თბილისში დამატებით გაიხსნება 2 კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრი;

პროექტის მსვლელობისას განხორციელდება საინფორმაციო კამპანია მიგრაციის სხვადასხვა სეგმენტის შესახებ (ცირკულარული შრომის მიგრაცია, ევროპის მიმართულებით ლეგალური მიგრაციის პირობები, არალეგალური მიგრაციით გამოწვეული რისკები, და სხვა);

10 ქართველი ტრენერი გაივლის შესაბამის სატრეინინგო კურსს მეღვინეობის სფეროში;
აღმასრულებელი სააგენტოები:
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის 8 წევრ ქვეყანასთან ერთად, რომლებიც წარმოადგენილნი არიან შემდეგი სახელისუფლებო ორგანოებით:
1. ბელგია: ბელგიის იმიგრაციის ოფისი; თავშესაფრის მაძიებელთა მიღების ფედერალური სააგენტო;
2. ჩეხეთის რესპუბლიკა: ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო;
3. საფრანგეთი:  საფრანგეთის იმიგრაციის, ინტეგრაციის, ეროვნული იდენტობისა და ორმხრივი განვითარების სამინისტრო; იმიგრაციის და ინტეგრაციის ოფისი; საფრანგეთის მეწარმეობის სააგენტო;
4. გერმანია: მიგრაციის და დევნილთა ფედერალური ოფისი;
5. იტალია: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო - იმიგრაციის გენერალური გამგეობა; ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია;
6. ნიდერლანდები: იუსტიციის სამინისტროს რეპატრიაციისა და გამგზავრების სერვისი; ნიდერლანდების შინაგან საქმეთა სამინისტრო;
7. პოლონეთი: შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტრო; შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო;
8. რუმინეთი: ადმინისტრაციის და შინაგან საქმეთა სამინისტრო;
9. შვედეთი: იუსტიციის სამინისტრო და საჯარო დასაქმების სერვისი; საჯარო დასაქმების სერვისი;

ადმინისტრაციულ საკითხებში პროექტის აღმასრულებელი პარტნიორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში

აღმასრულებელი პარტნიორები საქართველოს მხრიდან:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პროექტის ძირითადი პარტნიორია რომელიც უზრუნველყოფს პროექტისათვის საოფისე ფართის გამოყოფას და  კოორდინირებას უწევს პროექტსა და საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებს  შორის არსებულ თანამშომლობას.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის განხორციელდება ინფორმაციის გაცვლა დაბრუნებული მიგრანტების რეგისტრაციის შესახებ და მოეწყობა საკონსულტაციო შეხვედრები. დამატებით მოხდება მობილობის ცენტრსა და მათ შორის არსებული ინფორმაციის და მონაცემთა ბაზის გაცვლა.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართული იქნება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებს შორის  ინფორმაციის გავრცელების პროცესში.
4. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ენიჭება წამყვანი როლი დაბრუნებული მიგრანტების რეორიენტაციის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვაში, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მოქმედი განათლებისა და პროფესიული სწავლების სტრუქტურასთან.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩართული იქნება ბიზნესის წამოწყების სფეროში რაც მოიცავს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს შესწავლასა და საკუთარი მუშა ძალის შესაძლებლობათა ზრდას პროფესიული ტრეინინგების საშუალებით.
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო პროექტს მთავარ პარტნიორობას გაუწევს შრომის ბაზართან დაკავშირებულ საკითხებზე.
7. სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებთან მიმართებაში განახორციელებს საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორებისათვის ინფორმაციის მიწოდება - გავრცელებას.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართული იქნება სამართლებრივი ბაზისა და მიგრაციის პოლიტიკის შემუშავების პროცესში

 

წაკითხულია: 6250

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში