პრესრელიზი
10 აპრილი, 2013 |
მიიღეთ Express Card-ი უფასოდ, შეავსეთ მობილური ტელეფონის ბალანსი Express Pay-ს ტერმინალებში უპროცენტოდ და დააგროვეთ ქულები
თბილისი, 10 აპრილი, 2013 - საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის სწრაფი გადახდის (თვითმომსახურების) ტერმინალი Express Pay, ერთადერთი გადახდის აპარატია, რომლის მეშვეობითაც მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება უფასოა. Express Pay-ს მეშვეობით მობილური ტელეფონის მომსახურების საფასურის გადახდისას, მომხმარებელს ბალანსზე უჯდება ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რამდენიც შეაქვს.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მობილური ტელეფონის ბალანსს Express Pay-ს ტერმინალებში შეავსებს Express Card-ის მეშვეობით, მიიღებს 10 Express ქულას და შესაძლებლობას, გადაცვალოს დაგროვილი ქულები უფასო მგზავრობასა და კომუნალურ თუ სხვა გადასახადებზე, მათ შორის მობილურის ბალანსზე. ამასთან, Express Pay-ს ტერმინალებში Express Card-ის გამოყენება ხდება ძალიან მარტივად- მხოლოდ ერთი შეხებით ტერმინალთან.
დღეიდან, საქართველოს ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთ საჩუქარს სთავაზობს - 1-ელ ივნისამდე, ნებისმიერი მომხმარებელი, საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში შეძლებს Express Card-ის უფასოდ მიღებას და ბარათით სარგებლობას ანგარიშის მომსახურების საკომისიოს გადახდის გარეშე მთელი 1 წლის მანძილზე.